რუსთაველი მოდელი საერთაშორისო კონკურსზე [photos]

2018-10-03 19:15:43

საერთაშორისო სილამაზის კონკურსში "მის ოფისი 2018" საქართველოს რუსთაველი მოდელი თათია თექთურმანიძე წარადგენს.
კონკურსი "მის ოფისი 2018" უკვე 9 წელია ტარდება და წელს პირველად საქართველო მიიღებს მონაწილეობას.

კონკურსში მონაწილეობას იღებენ 18-30 წლამდე გოგონები, რომლებსაც კარგი  ვიზუალის გარდა, საქმიანი გარემო და პროფესიული წინსვლები აქვთ.

თათია თექთურმანიძე მონაწილეობას კონკურსში  საიუველირო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის "ზარაფხანას" სახელით იღებს. ის კომპანიის კორპორატიული დეპარტამენტის მენეჯერია.

კონკურსის გამარჯვებული, გვირგვინის გარდა, ფულად ჯილდოს- ორი მილიონი რუბლის ოდენობით (დაახლოებით 29 ათასი აშშ დოლარი) მიიღებს.
ინტერნეტ-კენჭისყრა კონკურსის ვებ-გვერდზე 17 სექტემბერს დაიწყო და 7 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
კონკურსის წესების მიხედვით, ხმის მიცემა შესაძლებელია დღე-ღამის განმავლობაში ერთხელ. აუცილებელია ქართველი კონკურსანტის გარდა კიდევ 2 სხვა მონაწილესაც დაუჭიროთ მხარი, რათა თქვენი ხმა ჩაითვალოს.

ხმის მიცემა შესაძლებელია-  http://www.missoffice.ru/contestants/2018/

ონლაინ კენჭისყრის შემდეგ დარჩება სულ 30 მონაწილე. შერჩეული კონკურსანტები მონაწილეობას მიიღებენ ფინალურ შოუში, რომელიც მოსკოვში 1 დეკემბერს გაიმართება.

"მის ოფისი 2018-ის" 
ფინალურ შოუზე ელოდებიან 1000 სტუმარსა და ონლაინ-ტრანსლაციის 500 000-ზე მეტ მაყურებელს.