"ენერგო-პრო ჯორჯია" განცხადებას ავრცელებს

2018-10-01 18:49:49

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ოქტომბერს 06:00-დან 07:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2141 აბონენტს რუსთავში ლეონიძის, ქუთაისის, ლესელიძის და მიმდებარე ქუჩებზე, 14:00-დან 16:00 საათამდე 742 აბონენტს რუსთავში თოდრიას, ლესელიძის, ქუჩიშვილის, შიო-არაგვისპირელის, ლეონიძის და მიმდებარე ქუჩებზე, 11:00-დან 18:00 საათამდე 1355 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში კეშალო, კაპანახჩი, ილმაზლო, კიზილ-აჯლო და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 20:00 საათამდე 709 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში ფოლადაანთკარი, გაჩიანი, ველი, ყარაჯალარი, გამარჯვება და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე 1106 აბონენტს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი და პატარა დარბაზი.სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.