რუსთავში, კომპანია "სან რაის ჰაუსი" რამდენიმე მისამართზე საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს ®
პირველი სახლი რომელიც უკვე დასრულებულია, ფალიაშვილის ქუჩაზე აშენდა. კორპუსი ოთხ სართულიანია და ის უკვე შევიდა ექსპლუატაციაში.
მოერე სახლი დუმბაძის ქუჩაზე შენდება, ეს არის ძველი სასტუმროს შენობა, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდება და რომელსაც ისევ ისეთი არქიტექტურული იერსახე ექნება როგორც წლების წინ ჰქონდა. ასევე უკვე გადაწყდა რომ შენობის ეზოში დამატებით, თავიდან აშენდება 2 საცხოვრებელი კორპუსი რომელიც ასევე განსხვავებული არქიტექტურით იქნება გამორჩეული და სადაც 18 ოჯახი განთავსდება.
"სან რაის ჰაუსმა" გარდა განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისა უკვე დაგეგმა კიდევ უფრო გრანდოზული პროექტი, ეს იქნება 14 სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა რუსთავის ცენტრალურ ქუჩაზე, კერძოდ კი შარტავას გამზირზე (რესტორან "სავანესა" და სუპერმარკეტ "მადაგონს" შორის).
კომპანია არ აპირებს გაჩერებას და ცდილობს ქალაქის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. "სან რაის ჰაუსში" დასაქმებულია რამდენიმე ათეული რუსთაველი, უკვე განხორციელებულია რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია. მომავალში კიდევ უფრო მეტ საინტერესო სიურპრიზს უნდა ველოდოთ "სან რაის ჰაუსისგან".
ბინების შეძენის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ 595 85 67 84