თბილისში, დიუმას ქუჩაზე 25 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით დაჭრეს. ის საავადმყოფოში გადაყვანიდან მელევე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ბარში დაიწყო და დიუმას ქუჩაზე გაგრძელდა. ვიტალი საფაროვს მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს, მათ შორის სახის არეშიც. ჩხუბის მონაწილეებმა დაჭრილი მიატოვეს და გაიქცნენ. ის ადგილობრივებმა იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს.
რა გახდა თბილისში საზარელი მკვლელობის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. ერთ- ერთ ვერსიად ანტისემიტიზმი სახელდება.
ჩხუბის დროს კიდევ ერთი პირი დაიჭრა, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული.
სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.