შსს-მ 1 პირი დააკავა [video]

2018-09-30 13:37:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს [ვიდეო/video]

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 35 აბი ნარკოტიკული საშუალება "სუბოქსინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია ექსპერტიზა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.