"მერსედესი" ტრაქტორს დაეჯახა [video]

2018-09-29 22:54:12

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ავტობანზე, VII მიკრო-რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. [ვიდეო/video]

"მერსედესი"-ს მარკის ავტომობილი ტრაქტორს დაეჯახა რის შემდეგაც ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შეჯახების შედეგად მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. ავარიის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღეს "მერსედესი"-ს მარკის ავტომობილში მსხდომმა ორმა მამაკაცმა, მათ კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს და სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.

მსუბუქ ავტომობილში მყოფები აცხადებდნენ რომ ტრაქტორს უკანა ფარები არ უმუშავებდა და არც ამრეკლები ჰქონდა რომ გზაზე მისი შემჩნევა ადვილი ყოფილიყო. ტრაქტორის მძღოლი კი აცხადებდა რომ ის ნელა გადაადგილდებოდა და ვერ შეამჩნია უკნიდან როგორ დაეჯახა მანქანა.