რუსთავში ბაიკერები დაჭრეს [video]

2018-09-29 19:09:46

რუსთავში, ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ბაიკერი დაჭრეს. [ვიდეო/video]

ერთერთ მამაკაცს რომელსაც ჭრილობა მხარის არეში აქვს მიყენებული ოპერაცია უტარდება. ინფო რუსთავის ინფორმაციით, დაჭრას წინ ფიზიკური დაპირისპირება უძღვოდა.

დაჭრილი მამაკაცები რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ინფო რუსთავის ჟურნალისტს განუცხადეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"შემოიყვანეს ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ორივეს აღენიშნება ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ერთს მხარის ხოლო მეორეს კისრის არეში, დამუშავდა ჭრილობები, ერთი პაციენტი მხარის ჭრილობით გადაყვანილია საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია, მეორე პაციენტის ჭრილობა დამუშავდა და გაიკერა. სისხლდენა შეჩერებულია. ამჟამად პაციენტი გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში დაკვირვების ქვეშ იმყოფება. პაციენტი, რომელსაც ჭრილობა მხარის არეში აქვს მიყენებული დიდი დანაკარგი აქვს სისხლის, საკმაოდ მძიმე დაზიანებაა" -განუცხადა ინფო რუსთავს ექიმმა დავით გოგოძემ.

შსს-ში ინფო რუსთავს, განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.