დავით ზირაქაშვილის ტურნირი [photo]

2018-09-29 16:47:54

რუსთავის სარაგბო სტადიონზე დავით ზირაქაშვილის ტურნირი“ გაიმართა. ტურნირში 12-წლამდე ასაკის მორაგბეთა 16 გუნდი მონაწილეობდა.

ფესტივალის დასასრულს ორგანიზატორებმა საუკეთესო მოთამაშეები დააჯილდოვეს.

გუნდებს შორის პირველი ადგილის მფლობელი თბილისის "ხვამლა" გახდა, მე-2 ადგილზე "ლელო" გავიდა, მე-3 ადგილი "აკადემიამ" დაიკავა, ხოლო მე-4 ადგილის მფლობელი რუსთავის "ხარები" გახდა. ტურნირში მონაწილე ყველა გუნდს კი სიგელები გადაეცა. ვეტერანი ბორჯღალოსანის და მსოფლიო ერთი-ერთი ყველაზე გამორჩეული ბურჯის ტურნირი წელს უკვე მეორედ გაიმართა და მასში მონაწილეობდა:

ხვამლი, თბილისი, ვეფხვები, რუსთავი, ხარები, ყოჩები, ავჭალა, ქორები, ლელო, ლოკომოტივი, თელავი, მგლები, აკადემია, არმაზი, წიქარა და ხულიგანა. 

რუსთაველი წარმატებული სპორტსმენის დავით ზირაქაშვილის ტურნირი პირველად გასულ წელს გაიმართა და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ყოველ წელს ჩატარდება.