მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი

2018-09-29 13:04:03

რუსთავის მერი დადიანის ქუჩის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

ამ ეტაპზე ტერიტორიაზე გრუნტის სამუშაოები მიმდინარეობს. დაახლოებით 200 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე მოეწყობა კიუვეტები (ასფალტის საფარიდან წყლის არიდების სისტემა), წყალმიმღები და წყალგადამშვები ჭები. საფუძვლის მოწყობის შემდეგ, მონაკვეთზე დაიგება ასფალტის საფარი.

სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დაკვეთით, კომპანია "ნიუ  გრუპი" აწარმოებს.

ქალაქის ბიუჯეტიდან გზის მშენებლობაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

რეაბილიტაცია მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

დადიანის ქუჩის მცხოვრებლები გზის მოწესრიგებას წლების განმავლობაში ითხოვდნენ.

მიმდინარე წლის ბოლომდე, რუსთავში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, 12 მლნ ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.