ავარია მსხვერპლით დასრულდა

2018-09-27 23:27:42

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ტოიოტა"-ს მარკის ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. 

ტაქსიში, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, იმყოფებოდა 2 წლის ბავშვი, მცირეწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სამი მგზავრი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. დაშავებულები სასწრაფო დაცმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა. პირველადი დათვალიერებით დაშავებულებს დაჟეჟილობები აღენიშნებათ.

წყარო: imedinews.ge