სპექტაკლის პრემიერა რუსთავში [photo]

2018-09-27 22:53:42

რუსთავის პროფესიულ-დრამატულ თეატრში ახალი სეზონი პრემიერით გაიხსნა.

"დამადების დღე" ასე ჰქვია სოსო ნემსაძის სპექტაკლს რომელიც ნინო სადღობელაშვილის პიესის მიხედვით სცენაზე გაცოცხლდა. სპექტაკლზე მუშაობა 2 თვეა რაც მიმდინარეობს და თავიდანვე იცოდნენ რომ მისი პრემიერა 27 სექტემბერს უნდა ყოფილიყო. ეს დღე არის სოხუმის დაცემის დღე და სწორედ სოხუმზე, აფხაზეთზე, ქართველ ჯარისკაცებზე, გმირებზე არის სპექტაკლიც. რა ვიცით და რა არ ვიცით, ვინ როგორ იხსენებს ომის ამბებს, სწორედ ამ ინფორმაციების ნაკრებია სპექტაკლის შინაარსიც, თუმცა მთავარი მაინც ერთს და განსაკუთრებულს, ჟიული შარტავას ეძღვნება. როგორი დაამახსოვრდა ხალხს ეროვნული გმირი, რას ფიქრობდა, რას განიცდიდა, როგორ მოქმედებდა და რა მოხდა სინამდვილეში.

ერთი შეხედვით სპექტაკლი ომის ისტორიას ყვება, თუმცა მისი მთავარი გმირის რომელიც, ჩანს და თან არც ჩანს, უდრეკელობას, უშიშრობას, მოყვასის სიყვარულს, ხალხზე მზრუნველის, მეომრის, გმირის, ოპტიმისტის და მშვიდობის მოყვარული ადამიანის თითქოს ჩვეულებრივ ამბავს გადმოსცემს, ისეთი ადამიანის როგორებიც დღეს იშვიათია. ჟიული შარტავას უკანასკნელი დღე და სოხუმის დაცემა, 25 წელი რეალური ამბიდან. ნახეთ ვიდეო ფრაგმენტები.

პრემიერამ რუსთავის თეატრში ანშლაგით ჩაიარა.