აქცია ფონიჭალაში [photo]

2018-09-27 13:28:26

ფონიჭალაში აქცია დღეს დილიდან განახლდა.

ადგილობრივები თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით,  მშენებლობა ავარიულ სახლებს მთლიანად დაანგრევს და იქ დარჩენა სახიფათო გახდება.

ადგილობრივი მოსახლეობა ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს. მოსახლეობამ აქცია 2 დღის წინაც გამართა და სამშენებლო ტექნიკას მუშაობის გაგრძელების საშუალება არ მისცა.