სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა [photo]

2018-09-27 12:19:13

სოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა და თვითმართველობის წარმომადგენლებმა დიდების ხეივანი ყვავილებით შეამკეს.

დიდების ხეივანთან შეკრებილმა საზოგადოებამ საქართველოს ისტორიის ტრაგიკული პერიოდი გაიხსენა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.