რუსთავიდან თბილისისკენ მოძრავი მიკროავტობუსების გაჩერებებზე დღეს პრობლემები არ ყოფილა. მიუხედავად იმისა რომ წინა დღეებთან შედარებით არც მგზავრთა ნაკადი შემცირებულა და არც დედაქალაქში არსებული საცობები, დღეს გაჩერებებზე რამდენიმე მიკროავტობუსი იდგა და მგზავრებს ელოდებოდა.
პეტიციის ავტორების აზრით დღევანდელ მდგომარეობაზე, გუშინ მერიაში გამართულმა შეხვედრამ იმოქმედა, თუმცა რუსთაველი აქტივისტები ფიქრობენ რომ "ინტერტრანსის" გამოფხიზლება დროებითია და თუ მგზავრები შესაბამის მომსახურებას არ მოითხოვენ კომპანია არ შეასრულებს აღებულ ვალდებულებას.