ხანძარი რუსთავში. ცეცხლი საცხოვრებელი სახლის აივანზე გაჩნდა.
არსებული ინფორმაციით ლეონიძის #16 კორპუსის მესამე სართულზე, ერთერთი ბინის აივანზე ცეცხლი ლეიბს წაეკიდა. სავარაუდოდ მაღალი სართულიდან სიგარეტის ნამწვი გადმოაგდეს რომელიც ლეიბს დაეცა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 ეკიპაჟი. მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია დროულად მოახერხეს.