თვითმხილველი:"ყურსასმენები ეკეთა"

2018-09-25 13:00:37

ფეიქრების ქუჩის მიმდებარედ, მატარებელი 20 წლის გოგოს დაეჯახა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, გოგონას ყურსასმენები ეკეთა დაა ვერ გაიგო მატარებლის სიგნალის ხმა.

ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლის მემანქანემ გოგონა იმ დროს დაინახა, როცა ის მატარებლის ლიანდაგზე გადადიოდა, ჩართო ხმოვანი სიგნალი და გამოიყენა მუხრუჭიც, თუმცა მატარებლის გასაჩერებლად დისტანცია არ ეყო.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 275 -ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის  დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.