სურსათის მაღაზია "ორი ნაბიჯი" გაქურდეს. [ვიდეო/video]
შემთხვევა გამთენიისას XV მიკრო-რაიონში მოხდა.
არსებული ინფორმაციით არასრულწლოვანმა მაღაზიაში შეღწევა კარის დაზიანების შემდეგ მოახერხა. სალაროდან გატანილია 1000 ლარამდე თანხა.
ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური და საპატრულო პოლიცია.
შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ფაქტზე გამოძიება სსკ 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობ. მხილებულია პირი და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები".