მომზადება საატესტატო და ეროვნული გამოცდებისთვის ®
რუსთავში სასწავლო ცენტრი "ნოვატორთა სახლი" წლებია წარმატებით ფუნქციონირებს.
"ინფო რუსთავის" კითხვებს ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ჩაჩავა პასუხობს
- როდის დაარსდა სასწავლო ცენტრი?
- სასწავლო ცენტრი "ნოვატორთა სახლი" რუსთავში 2016 წელს დაარსდა და ამ დრომდე წარმატებით ფუნქციონირებს
- ვინ ასწავლის ცენტრში?
- სასწავლო ცენტრში არიან აკრედიტირებული, მაღალკავლიფიციური მასწავლებლები და ლექტორები
- ვის შეუძლია ცენტრში სწავლა?
- ცენტრში სწავლა შეუძლია ნებისმიერს, მათ შორის პირველი კლასიდან მაგისტრატურის ჩათვლით. ეს არის მოსამზადებელი ცენტრი, ჩვენ სხვადასხვა საგნებში ვამზადებთ როგორც მოსწავლეებს ასევე სტუდენტებს. დაარსების დღიდან მოსწავლეების რაოდენობა მკვეთრად მატულობს. როგორც ზემოთ ავღნიშნე ჩვენთან მაღალკვალიფიციური პედაგოგები ასწავლიან, შესაბამისად შედეგებიც საუკეთესო გვაქვს. უკვე მეორე წელია რაც სასწავლო ცენტრის აბიტურიენტები 100% გრანტის მომპოვებლები არიან.
- თანამშრომლობთ თუ არა უმაღლეს სასწავლებლებთან?
- "ნოვატორთა სახლმა" და "თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა" გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს იმას რომ სასწავლო ცენტრის მოსწავლეები მიიღეებენ უნივერსიტეტის სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობას. ასევე იგეგმება საჯარო ლექციები და გაცვლითი პროგრამები.
- როდის იწყება სწავლა?
- ამ დროისთვის უკვე დარეგისტრირდა 75 მოსწავლე. სწავლა იწყება 1 ოქტომბერს. აქვე მინდა დავამატო რომ სასწავლო ცენტრში ხდება მართვის მოწმობის თეორიული კურსის შესწავლა
მისამართი: რუსთავი, კოსტავას გამზირი #10-22 ტელ: 577 977 647