ტიტულის მფლობელი 8 ადამიანი გახდა

2018-09-24 14:07:00

რუსთავქალაქობა 2018-ის ფარგლებში ქალაქის რვა საპატიო მოქალაქე დაასახელს.

მოქალაქეები ღონისძიების ფარგლებში 16-22 სექტემბერს ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა და რუსთავის თვითმართველობის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.

პირველი საპატიო რუსთაველი გია ყანჩელი გახდა.

რუსთავის საპატიო მოქალაქეების სიგელებით დააჯილდოვეს ასევე წმ გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მამა გიორგი გორგიძე, ექიმი ლაურა მირაშვილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კავშირის თავმჯდომარე გოჩა კაპანაძე.

რუსთავის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს #24 საჯარო სკოლის პედაგოგი ლალი წერეთელი, ასევე ჟურნალისტი ლია მარტაშვილი, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, თემურ ყაზარაშვილი და ინჟინერ-მშენებელი კარლო ლეკვეიშვილი.

რუსთავის საპატიო მოქალაქეების შერჩევა, სპეციალური კომისიის მიერ ფარული კენჭისყრით მოხდა.