მეორე დღეა ქალაქის დასუფთავების სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.
გუშინ რუსთავში მოსული უხვი ნალექის გამო რამდენიმე ადგილზე წყლის ნაკადმა იაღლუჯის ფერდობიდან შლამი და სილა ჩამოიტანა.
ააიპ რუსთავსერვის ცენტრის თანამშრომლები სამუშაოებს ერთროულად რამდენიმე ლოკაციაზე ახორციელებენ.