მაგისტრალზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობია.
დასავლეთიდან და ნატახტრის გზატკეცილიდან მომავალი ავტომობილების ნაკადი საკმაოდ დიდია.
მგზავრები "ინფო რუსთავთან" საბუარში აცხადებენ რომ დაახლოებით 2 საათია საცობში იმყოფებიან.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 25-ე კმ-ზე არსებულ ხიდზე, ხიდების მოვლა-შენახვის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა, აღნიშნულ მონაკვეთზე ცალხმრივად შეზღუდულია.
მიმდინარე სამუშაოები, 10-12 დღის განმავლობაში დასრულდება.