ვინ იბრძოლებს საქართველოს პრეზიდენტობისთვის

2018-09-23 18:24:11

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ამ დროისთვის 25 კანდიდატი მონაწილეობს. მათგან, 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 - საინიციატივო ჯგუფის მიერ.

კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-12 დღისა (16 ოქტომბრის ჩათვლით) აქვს უფლება წერილობითი განცხადებით მომართოს ცესკოს და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ, ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი შეყვანილი იქნება საარჩევნო ბიულეტენში.

არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციის მოთხოვნით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელზე სულ 46 განაცხადი იყო წარდგენილი, მათ შორის 20 პოლიტიკური პარტიის, ხოლო 26 საინიციატივო ჯგუფის მიერ.

ცესკოს ინფორმაციით, 21 კანდიდატობის მსურველს სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების გამო ეთქვა უარი კანდიდატად რეგისტრაციაზე. აქედან, ერთმა საინიციატივო ჯგუფმა არ შეასწორა ხარვეზი საარჩევნო დოკუმენტაციაში, ხოლო ერთ პოლიტიკურ პარტიას, უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატის წარდგენაზე, ვინაიდან არ იყო რეგისტრირებული იუსტიციის სამინისტროს მიერ. რაც შეეხება 19 საინიციატივო ჯგუფს - მათ, დადგენილ ვადაში არ წარმოადგინეს მხარდამჭერთა სია და კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრაციაზე ეთქვათ უარი.

პრეზიდენტობის კანდიდატები არიან :

მიხეილ ანთაძე – მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" #1
დავით ბაქრაძე – პ/გ "ევროპული საქარტელო- მოძრაობა თავისუფლებისათვის" #2
ვახტანგ გაბუნია – პ/გ "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" #4
გრიგოლ ვაშაძე – "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" #5
შალვა ნათელაშვილი – "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" #10
ზვიად მეხატიშვილი – მპგ "საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" #13
გიორგი ლილუაშვილი – პ/გ პარტია "საქართველო" #17
აკაკი ასათიანი – "ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" #18
კახა კუკავა – პ/გ "თავისუფალი საქართველო" #21
ოთარ მეუნარგია – "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" #22
ირაკლი გორგაძე – პ/გ "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" #23
დავით უსუფაშვილი – პ/გ "თავისუფალი დემოკრატები" #25
ზვიად ბარდავაძე – პ/გ "სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო" #27
მიხეილ (გელა) სალუაშვილი – პ/გ "სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე" #28
ზვიად იაშვილი – პ/გ "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია" #30
თამარ ცხორაგაული – პოლიტიკური მოძრაობა "თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა" #31
გელა ხუციშვილი – პ/გ "საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" #35
ზურაბ ჯაფარიძე – "გირჩი" #36
ლევან ჩხეიძე – პ/გ "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" #40
სალომე ზურაბიშვილი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი #48
ბესარიონ თედიაშვილი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი #49
გიორგი ანდრიაძე – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი #51
კახაბერ ჭიჭინაძე – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი #58
ვლადიმერ ნონიკაშვილი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი #62
თეიმურაზ შაშიაშვილი – ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი #65

რეგისტრირებულ კანდიდატებს კანდიდატურის მოხსნა 16 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.