წაართვა თუ არა ძმამ ძმას სახლი [video]

2018-10-02 00:04:53

ავთანდილ კევლიშვილი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორში მცხოვრებ ანზორ აფციაურს, მისი ძმის გელა აფციაურის საცხოვრებელი სახლის და საკარმიდამო ნაკვეთის უკანონო გზით მითვისებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ანზორ აფციაურმა მისი ძმის უძრავი ქონება თაღლითური გზით მიისაკუთრა რაშიც მას ახალი სამგორის რწმუნებული ლევან აფციაური და მისი მოადგილე ქართლოს მამულაძე დაეხმარნენ. [ვიდეო/video]

ავთანდილ კევლიშვილი, რომელიც გელა აფციაურის ინტერესებს იცავს აცხადებს, რომ მათ აქვთ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმეტი, სადაც წერია რომ გელა აფციაური არის სახლის და საკარმიდამო ნაკვეთის მესაკუთრე. ის დოკუმენტი კი სადაც მესაკუთრედ ანზორ აფციაურია მოხსენიებული და რომელიც, საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა გაყალბებულია.

კევლიშვილის თქმით, საჯარო რეესტრი სოფლის რწმუნებულმა და მისმა მოადგილემ შეცდომაში შეიყვანა.

მისივე ინფორმაციით, საქმე პროკურატურაში რამდენიმე თვეა დევს, გამოძიება კი ჭიანურდება. ავთანდილ კევლიშვილი შესაბამის უწყებებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

გარდაბნს მუნიციპალიტეტის ახალი სამგორის წრმუნებული და მისი მოადგილე კევლიშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ. სოფლის რწმუნებულის ლევან აფციაურის განცხადებით, ის მისი  კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებდა.

რაც შეეხება ანზორ აფციაურს, რომელსაც ავთანდილ კერვალიშვილი, გელა აფციაურის უძრავი ქონების უკანონო გზით მისაკუთრებაში სდებს ბრალს, კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს, თუმცა პირად საუბრებში აცხადებს, რომ სახლი მისი კუთვნილებაა და ძმისთვის უძრავი ქონება არ წაურთმევია.