ავტოსაგზაო შემთხვევა თურქეთში

2018-09-23 14:36:40

თურქეთში, სარფი-ქემალფაშას გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა​.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დაშავებულები თურქეთის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. მისივე თქმით, ნაწილმა საავადმყოფო უკვე დატოვა, ხოლო საქართველოს შვიდი მოქალაქე, სამედიცინო დაკვირვების მიზნით, კლინიკაში რჩება.