მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2018-09-22 23:43:21

გარემოს ეროვნული სააგენტო: 23 – 24 სექტემბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 23 – 24 სექტემბერს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +23, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება.

თბილისში 23 – 24 სექტემბერს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. 24 სექტემბერს იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 23 სექტემბერი +25°C, 24 სექტემბერი +30°C, 28 სექტემბერი +32°C, 28 სექტემბერი +26°C.