"რეგიონი"-ს კონცერტი რუსთავში [photo]

2018-09-22 22:55:23

"რუსთავქალაქობა 2018" დასრულდა. ერთკვირიანი ღონისძიებები რუსთავის ყველაზე პოპულარული ჯგუფის, "რეგიონი"-ს კონცერტით და ფეიერვერკით დაიხურა.

ლეონიძის ქუჩაზე რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი, ქუჩა გადაიკეტა და კონცერტიც დაიწყო. "რეგიონი"-ს ვოკალისტი, ლაშა ნოზაძე მსმენელს მიესალმა და განაცხადა რომ უხარია სახლში დაბრუნება - "ძაან ბევრი წელი გავიდა რომ რუსთავქალაქობას არ შევხვედრილვართ, მადლობა ქალაქის მერს ირაკლის და უბრალოდ ჩვენ მეგობარს ირაკლის. კარგია სახლში".

სცენაზე ახალი და ძველი სიმღერები გაჟღერდა, კონცერტი კი ფეიერვერკით დასრულდა. [ვიდეო/video]