ახალი ელიტური საცხოვრებელი კომპლექსი [video]

2018-09-21 18:34:01

გარდაბნის მუნიციპალიტეტ სოფელ "თელეთში"  “Tbilisi Hills Golf & Residences”- პროექტს საფუძველი ჩაეყარა. [ვიდეო/video]

"Tbilisi Hills Golf & Residences" -ყველაზე მასშტაბური, ინოვაციური და პრესტიჟული პროექტია, რომელიც მოიცავს როგორც საცხოვრებელს, ისე საინვესტიციო პოტენციალს, მასში განთავსებული იქნება საქართველოში ერთადერთი პროფესიონალური გოლფის მოედანი.

კომპლექსი მდებარეობს გორაკზე, საიდანაც იშლება პანორამული ხედი თბილისის შემოგარენზე, ყაზბეგის მთასა და შავნაბადას მონასტერზე.

"Tbilisi Hills Golf & Residences"-ის მიწის ფართობი შეადგენს 331 ჰექტარს. მშენებლობის დასრულებისათვის პროექტი გათვლილია 3000 ოჯახზე. 2018 წლიდან დაიწყო სექტორი C1-ის გაყიდვა, რომელიც ასარჩევად სთავაზობს მსურველს 44 მიწის ნაკვეთს. ამავე წელს დაიწყება საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, რომელიც ითვალისწინებს 54 ბინასა და 8 თაუნჰაუსს,
ფართო მიმდებარე ტერიტორიებითა და საცურაო აუზებით.

ამ დროისთვის ესტონურმა კომპანიამ 30 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.

თბილისის მერიისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაკეთდა გზები, შეიქმნა გაზისა და ელექტრომომარაგების სისტემები, კანალიზაცია და გოლფის მინდვრის მოსაწყობად საჭირო სარწყავი სისტემა.