რუსთავქალაქობის დასკვნითი ღონისძიება

2018-09-22 10:59:30

"რუსთავქალაქობა 2018" პირველი ქართული რეგეი ჯგუფის "რეგიონის" კონცერტით დასრულდება.

დასკვნითი ღონისძიება ლეონიძის პარკში 22 სექტემბერს, საღამოს 20:30 საათზეა დაგეგმილი. ცნობილი რეგეი ჯგუფი მსმენელის წინაშე, როგორც ახალი, ასევე ძველი ალბომიდან შეასრულებს სიმღერებს.

ჯგუფი 2008 წელს, მუსიკოს ლაშა ნოზაძის ხელმძღვანელობით რუსთავში დაარსდა. "რეგიონი" ერთადერთი ჯგუფია საქართველოში, რომელიც რეგეი სტილში მღერის და ასევე ერთ-ერთი პირველია ამიერკავკასიაში.

კონცერტამდე ქალაქში რამდენიმე კულტურული და სპორტული აქტიივობებიცაა დაგეგმილი. კერძოდ- 16:00 დან 19:00 საათამე - სპორტული ღონისძიებები ქალაქის სხვადასხვა უბანში.

15:00 საათზე - მარათონი სირბილში.

16:00 საათზე ღონისძიება სახელწოდებით,,კეთილი ადამიანები’’ (კოსტავას გამზირი,არკის მიმდებარე ტერიტორია)

17:00 სთ - "გააცოცხლე რუსთავის ისტორია" კოსტავას გამზირი, "არკის" მიმდებარე ტერიტორია.