მასშტაბური პროექტი რუსთავში

2018-09-19 13:30:55

რუსთავის მერიამ შესაბამის უწყებებთან იაღლუჯის ფერდობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილა და მის ტერიტორიაზე გამწვანება-განაშენიანების მასშტაბური პროექტის განხორციელების შესაძლებლობაზე იმსჯელა.

რუსთავის პირველი პირის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, პროექტის განსახორციელებლად გეგმის შემუშავებასა და ბუნებრივი ტყე-ჭალის პირობებისადმი ადაპტირებული ხე-მცენარეებით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით, სპეციალისტები უკვე მუშაოებენ.

პროექტში, აქტიურადაა ჩართული რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარკალემნტში, გიორგი ბეგაძე. ინფო რუსთავისთვის ცნობილი გახდა, რომ იაღლუჯის ფერდობზე, გამწვანების პროექტის განხორციელება, პირველ ეტაპზე  20 ჰექტარი მიწის ნაკვეთზე იგეგმება.