სად დამონტაჟდა ვიდეოკამერები

2018-09-22 11:32:42

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, დედაქალაქის მასშტაბით კიდევ 20 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა სრული დატვირთვით ამოქმედდა. დღეის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით, 550 ვიდეოკამერა ფუნქციონირებს, მათ შორის, 306 ნომრის ამომცნობი და 244 ზოგადი ხედვის კამერა.

საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ხაშურისა და ბორჯომის საავტომობილო გზის მონაკვეთის ორ ლოკაციაზე, ორმხრივი მიმართულებით, საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 2 სექცია ამოქმედდა.

ასევე, 3 სიჩქარის მზომი წერტილოვანი რადარი ამოქმედდა კახეთის რეგიონში, კერძოდ, თელავში, სოფელი ვარდისუბნისა და სოფელი ნასამხარალის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. დღეის მდგომარეობით, სრული დატვირთვით ფუნქციონირებს სიჩქარის მზომი 23 წერტილოვანი რადარი.

საქართველოს მასშტაბით კი ჯამში 253 კმ სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით.