21 სექტემბერს რუსთავში ელ.ენერგია შეიზღუდება

2018-09-20 18:01:39

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 სექტემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1108 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში გოლთეთი, არხოტი, პატარა ნამტვრიანი, ქსოვრეთი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 12:00 საათამდე 45 აბონენტს ბოლნისის რაიონის სოფელ ჭაპალაში.

11:00-დან 19:00 საათამდე 1163 აბონენტს დმანისში რუსთაველის, წმ. ნინოს, ნანა დედოფლის, აღორძინების, ცოტნე დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე.

11:00-დან 14:00 საათამდე 4532 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში სადახლო, მოლაოღლი, კიროვკა, ცოპი, თაზაქენდი, ბურმა და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 17:00 საათამდე 2668 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფელბში თაზაქენდი, კალინინო, ბოტანიკა, ქესალო და მიმდებარე სოფლებში.

12:30-დან 18:30 საათამდე 491 აბონენტს წალკის რაიონის სოფელბში ბეშთაშენი, ახალშენი, კიარაკი და მიმდებარე სოფლებში.

14:30-დან 15:00 საათამდე 4963 აბონენტს რუსთავში მარის არხის დასახლებაში, ყაზბეგის, თბილისის, ვახუშტის, სანაპიროს, ნიშნიანიძის, მელიქიშვილის, ფალიაშვილის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.