ლილოში სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს ფინანსთა მინისტრი შეხვდა.
შევხვედრისას ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ბრძანება ხორბლის ავტომობილებით ტრანსპორტირების აკრძალვასთან დაკავშირებით ერთი წლით გადაიდო .
სატვირთო ავტომობილების მძღოლებმა აქცია შეწყვიტეს.
არსებული ინფორმაციით, ერთი წლის გასვლის შემდგომ ბრძანებასთან დაკავშირებით დეტალები მძღოლებთან შეთანხმების საფუძველზე მოხდება.
შეგახსენებთ, რომ სატვირთო მანქანების მძღოლები აქციას 5 დღის განმავლობაში მართავდნენ, ისინი ხორბლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ბრძანების გაუქმებას და ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ.