გაფორმების ეკონომიკურ ზონასთან ფინანსთა მინისტრი მივიდა. მამაკაცი, რომელიც თავის დაწვით იმუქრებოდა, სახურავიდან ჩამოვიდა და მინისტრს ხვდება.
ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, საქართვლოში სახმელეთო გზით ხორბლის გადატანა იკრძალება. სატვირთო ავტომობილების მძღოლები სწორედ ამ დადგენილებას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეთა ნაწილი მოითხოვს, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანება უვადოდ გადაიდოს და მათ მუშაობის საშუალება ჩვეულ რეჟიმში მიეცეთ ისე, რომ არ მოხდეს საბაჟოზე დამატებითი გადასახადების დაწესება.
იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ შედგება, აქციის მონაწილეთა ნაწილი პერმანენტულ აქციებს აანონსებს.