ქვეყნებს შორის შეთანხმება

2018-09-20 11:00:06

საქართველო-უკრაინას შორის ID ბარათებით მგზავრობის შესახებ პროექტს უკრაინის მთავრობამ მხარი დაუჭირა.

პროექტის მიხედვით, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ერთმანეთის ტერიტორიაზე მოგზაურობას ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით (ID ბარათებით) შეძლებენ.

ორ ქვეყანას შორის შესაბამისი შეთანხმება გაეროს გენერალური ასამბელის 73-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში მოეწერება.