20 სექტემბერს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-09-19 17:50:03

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 სექტემბერს 10:30-დან 18:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 60 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში პირველი სალამალეიქი, უსეინქენდი და მიმდებარედ.

11:00-დან 18:30 საათამდე 545 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფელბში დიდი კლდეისი, გოხნარი, მანგლისი და მიმდებარე სოფელბში.

11:00-დან 19:00 საათამდე 418 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფელბში კრწანისი, მთისძირი, მარტყოფი და მიმდებარე სოფებში.

11:00-დან 18:00 საათამდე 141 აბონენტს ბოლნისის რაიონის სოფლებში სავანეთი, ფოლადაური, მუხრანა, მამხუთი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.