რუსთავში "ზუმერი" გაქურდეს [video]

2018-09-19 10:07:55

რუსთავში ტექნიკის მაღაზია "ზუმერი" გაქურდეს. [ვიდეო/video]

ქურდობის ფაქტი გამთენიისას მოხდა, არსებული ინფორმაციით არასრულწლოვნებმა მაღაზიის კარი დააზიანეს საიდანაც მოახერხეს ობიექტზე შეღწევა. დამნაშავეებმა მაღაზიიდან ტელეფონების გატანა 30 წამში მოახერხეს. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით მაღაზიიდან 18 ძვირადღირებული ტელეფონია წაღებული, რის გამოც მაღაზიას 20 000 ლარამდე ზარალი მიადგა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მუშაობენ ექპერტ-კრიმინალისტები.

"ზუმერი"-ს მაღაზია 3 თვის წინაც გაქურდეს, ზარალი მაშინაც მნიშვნელოვანი იყო.

შსს-ში აცხადებენ რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს".