2018-09-18 19:20:47
რუსთავის რამდენიმე ქუჩას ელ.ენერგია არ მიეწოდება. ელექტრომომარაგება შეზღუდული აქვს ვაჟა ფშაველას, ცურტაველისა და მეგობრობის ქუჩის ნაწილს.
როგორც ინფო რუსთავს ენერგო პრო-ჯორჯიაში განუცხადეს, ელ.ენერგია ავარიულად გაითიშა. სარემონტო-სამუშაოები დაახლოებით ერთ საათში დასრულდება, რის შემდეგაც ელექტრომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.