19 სექტემბერს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-09-18 18:11:29

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 სექტემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2818 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფელბში ნასაგური, დიდი ლილო, ლელაშხა, აზიზბეკოვი და მიმდებარე სოფელბში.

11:00-დან 19:30 საათამდე 851 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში და აგრეთვე მარნეულში ბაგრატიონის, წერეთლის, კეცხოვეილს და მიმდებარე ქუჩებზე.

11:00-დან 18:00 საათამდე 1839 აბონენტს წალკის რაიონის სოფლებში სამება, დარაკოვი, წინწყარო, ტბეთი და მიმდებარე სოფლებში, 11:15-დან 19:00 საათამდე 893 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში ზემო კარაბულახი, იფნარი, უსეინქენდი, საჯა და მიმდებარე სოფელბში.

11:00-დან 19:00 საათამდე 1332 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში წინწყარო, ქოსალარი, არნაუთი, თონეთი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.