18 სექტემბერს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2018-09-18 16:38:15

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 415 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში კრწანისი, მარტყოფი, მთისძირი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 19:00 საათამდე 392 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში ოროზმანი, პანტიანი, მთისძირი და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 19:30 საათამდე 6288 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში იალღუჯის დასახლება, ჯანდარა, კიზილ აჯლო, ტაზა-მახლა და მიმდებარე სოფლებში აგრეთვე მარნეულში.

11:30-დან 18:00 საათამდე 676 აბონენტს ბოლნისის რაიონის სოფლებში მამხუტი, ტალავერი, მუხრანა და მიმდებარედ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.