არქეოლოგიური გათხრები [photo]

2018-09-18 12:18:25

რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, მაზნიაშვილი #2-ში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარებს.

ტერიტორია, სადაც არქეოლოგებმა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 500-მდე გერმანელი ტყვის ნეშტი იპოვნეს, გერმანელ სამხედრო ტყვეთა კავშრის ხელმძღვანელმა მოინახულა.

გერმანელებთან ერთად ჭყონდიდელის დასახლებაში რუსთავის მერი და ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელი იმყოფებოდნენ.

რუსთავის ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელის ნაზი პაჭიკაშვილის ინფორმაციით, ტყვეთა საფლავების მოძიება რუსთავში  2018 წლის 18 ივლისს დაიწყო, რომელიც 1 აგვისტომდე გაგრძელდა და შემდეგ 10 სექტემბერს განახლდა. ამ პერიოდის განმავლობაში 500-მდე სამხედრო ტყვის ნეშტია აღმოჩენილი. სამუშაოებს გერმანიის სახალხო კავშირის და რუსთავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები ერთობლივად აწარმოებენ. ამ ორ ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სამუშაოები მაზნიაშვილის ქუჩაზე 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. თუ ეს პერიოდი არასაკმარისი აღმოჩნდება, სრულ შესწავლამდე გაგრძელდება სამუშაოები"-აცხადებს ნაზი პაჭიკაშვილი.