ახალი ბიუსტი რუსთავში [photos]

2018-09-17 19:42:26

მეგობრობის გამზირზე რუსთავქალაქობის ღონისძიების ფარგლებში ვაჟა–ფშაველას ბიუსტი გაიხსნა.
ღონისძიებას ქალაქის მერი, ქვემო ქართლის გუბერნატორი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ხელოვანები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ბიუსტის გახსნას  ვაჟა ფშაველას შთამომავალი, ლელა რაზიკაშვილი დაესწრო.
გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქალაქის მერთან ერთად ვაჟა ფშაველას ბიუსტის ავტორმა, რუსთაველმა მოქანდაკემ, გიორგი ჩალაძემ.
ბუსტის გახსნისას ისაუბრეს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაზე, მისი მოღვაწეობასა და ფასდაუდებელი ღვაწლზე.
“ძალიან დიდი საჩუქარი მიიღო ქალაქმა უანგაროდ დიდებული ხელოვანისგან და სკვერს შეემატა ბუმბერაზი კლასიკოსის ვაჟა-ფშაველას ძეგლი. მე მოხარული ვარ, რომ ვაჟა-ფშაველა ყოველთვის აქტუალურია. სასიამოვნოა, რომ დღევანდელ ღონისძიებას ესწრება მისი პირდაპირი შთამომავალი ლელა რაზიკაშვილი.“- განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვლმა
“დღეს კოსმიური მოქალაქე გახდა რუსთავქალაქელი. ვაჟას აქვს ესეთი თვისება, როცა მიდის ადამიანთან მიაქვს სიკეთე, სინათლე და ყველაფერი ის რითიც ადამიანი ადამიანურობას ინარჩუნებს. გილოცავთ რუსთავში ამ სინათლის წყაროს შემოსვლას. ეს მართლაც დღესასწაულია.“- განაცხადა ლელა რაზიკაშვილმა