აქცია მაგისტრალზე

2018-09-17 18:23:01

შემოსავლების სამსახურის გამორმების ეკონომიკურ ზონასთან აქცია იმართება.

ადგილზე შეკრებილია 300-მდე სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომლებიც მიღებულ კანონს ხორბლის გადატანის აკრძალვასთან დაკავშირებით აპროტესტებენ და ბრძანების გაუქმებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, აღნიშნული კანონი მათ სერიოზულ ფინანსურ ზარალს აყენებს. მსგავს მდგომარეობაში არის 3000-მდე მძღოლი და მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი აქციის გაგრძელებას აპირებენ.

სატვირთო ავტომანქანების მძროლები ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.
აქციის გამო მაგისტრალზე შექმნილია რამდენიმე კილომეტრიანი საცობი.