"სუფთა ჰაერი უსაფრთხო მოძრაობა"

2018-09-17 18:00:35

25-ე საჯარო სკოლა შეუერთდა კამპანიას “სუფთა ჰაერი, უსაფრთხო მოძრაობა!“, რომლის ფარგლებში 11 კლასის მოსწავლეებს და მათ მშობლებს სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლია ღუღუნიშვილმა საგზაო უსაფრთხოებასთან და შესაძლო რისკებთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო.
კამპანია იმართება არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას“ და სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მიერ.
სამოქალაქო კვირეული ტარდება 17 დან 22 სექტემბრის ჩათვლით, მასში ჩართულია 10 რეგიონი და პირველი კამპანიას რუსთავი შეუერთდა.
მოსწავლეების და მშობლების ჩართულობით გაიმართა სხვადასხვა დისკუსიები და მოეწყო ვიდეო ჩვენებები.
სამოქალაქო კვირეულს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი. კამპანიის პარტნიორები არიან საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის და APM ტერმინალს ფოთი.