რატო ვერ განახლდა სწავლა მე-15 სკოლაში

2018-09-17 11:53:37

დღეს სასწავლო პროცესი მე-15 სკოლის გარდა რუსთავის ყველა სასწავლო დაწესებულებაში განახლდა.

არსებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ვერ მოსწრების გამო მოსწავლეებმა სწავლა მე-15 სკოლის მაგვრად დროებით 25-ე სკოლაში დაიწყეს.

როგორც ჩვენთან საუბრისას რუსთავის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწესებულებაში უკვე დასრულებულია,შენობაში მხოლოდ სკოლის ინვენტარის განთავსება არის დარჩენილი.

სავარაუდოდ სკოლა აქტიურ რეჟიმში სწავლის პროცესს რამდენიმე დღეში განაგრძობს.