ბოლო პერიოდში რუსთაველებს სპეციფიკური სუნი აწუხებთ. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარებაა VIII, XX, XXI, XIX და XVII მიკრორაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე. [ვიდეო/video]
როგორც ადგილობრივები"ინფო რუსთავთან" ყვებიან უსიამოვნო სუნი აღნიშნულ ლოკაციებზე განსაკუთრებით შემაწუხებელია. მოსახლეობა აღნიშნავს, რომ ვერ აღებენ ფანჯრებს და ერიდებიან ღამის საათებზე ქუჩაში გადაადგილებას.
"ინფო რუსთავმა" ქალაქში უსიამოვნო სუნის მიზეზს მიაგნო. საინფორმაციო სააგენტოსთვის ცნობილი გახდა იმ ნაგავსაყრელის არსებობის შესახებ, სადაც სამშენებლო მასალასთან ერთად სხვადასხვა ნივთიერებებს წვავენ. მიმდებარე ტერიტორიაზე ასეულობით ტომარაა გადაყრილი რომელშიც სხვადასხვა ნივთიერებებია განთავსებული. სწორედ მისი დაწვის შედეგად შემოდის ქალაქში უსიამოვნო სუნის. დეტალები ნახეთ ვიდეოში.