რუსთავში ველოსადგომი მოეწყო.
ველოსიპედების პირველი სადგომი მეგობრობის გამზირზე, კონკრეტულად კი იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ველოსადგომი დამონტაჟებული არ არის და სადგომით სარგებლობა მხოლოდ იუსტიციის სახლის სამუშაო საათებში შეგიძლიათ. ღამის საათებში კონსტრუქიას იუსტიციის სახლში ინახავენ. როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია კონსტრუქციის არასამუსაო საათებში შენახვა იმის გამო ხდება რომ არ მოხდეს მისი დაზიანება ან მოპარვა.