რუსთავში "რუსთავქალაქობა" აღინიშნება.
ღონისძიებების ეპიცენტრი თოდრიას ქუჩაა, სადაც სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები 16:00 საათიდან მიმდინარეობს.
აქტივობებში მონაწილეობას იღებენ ქალაქში არსებული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
თოდრიას ქუჩაზე (მე-3- ხიხის მიმდებარე ტერიტორია) პატარებს საბავშვო გასართობი პროგრამაც ელოდებათ.
18:10 საათზე აღნიშნულ ტერიტორიაზე ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება. რაც შეეხება ფერების ფესტივალს, 18:45 საათზე დამსწრე საზოგადოებისთვის უჩვეულო სანახაობა მოეწყობა. ფესტივალის სივრცე სპეციალური ფხვნილის საღებავის მეშვეობით გაფერადდება.
19:30 საათზე - ჯგუფ ,,მიქსტურას’’ კონცერტი გაიმართება.
22:00 საათზე თოდრიაზე რუსთაველებისთვის DJ დაუკრავს.
20:00 საათზე თეატრის მოყვარულებს „ჩვენი თეატრის“ სპექტაკლის ,,პარადისო’’-ს ნახვა შეეძლებათ. თეატრალური საღამო რუსთაველის ქუჩაზე ე.წ ხიმიკებზეა დაგეგმილი.