მამა შალვა:"ნუ დააბოლებენ მოსახლეობას"

2018-09-16 16:07:40

თბილისის საკრებულოსთან სასულიერო პირებმა მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებას და ხელისუფლების კანაფთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელი ინიციატივები მშვიდობიანი აქციით გააპროტესტეს და პარაკლისი გადაიხადეს.

სასულიერო პირები ამბობენ, რომ არ შეეგუებიან იმ კანონის მიღებას, რომელიც ექსპორტის მიზნით, მარიხუანას კულტივაციას გულისხმობს.

"ხელისუფლება ამით პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ თავზე თუ ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს რაც ჩვენი ქვეყნისადმი არ იქნება სასარგებლო. ამით ხელისუფლება ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენს თავს. თუ ხელისუფლება ხალხის ნების წინააღმდეგ წავა და ხალხის აზრს არ გაითვალისწინებს მერე ხალხი თავისას იტყვის, ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს იმის რამხელა ძალა აქვს ხალხს. ნუ დააბოლებენ ხალხს თითქოსდა კანაფის წარმოება სამედიცინო მიზნით იგეგმება"- განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ

მშვიდობიან აქციას რუსთავის ჩოხოსანთა საზოგადოების წევრებიც შეუერთდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომდევნო სასესიო კვირაში პარლამენტი განიხილავს მარიხუანასთან დაკავშირებულიკანონპროექტის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც მოხმარებას შეეხება, ხოლო კულტივაცია-რეალიზაციის არა.

მისივე თქმით, კულტივაციის საკითხის განხილვის გადადება საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით ხდება.