პატრიარქის საკვირაო ქადაგება

2018-09-16 13:37:05

საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკეთედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას მარიხუანასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე ისაუბრა. "მთავრობა აგებს პასუხს შესაძლო რისკებზე, სხვა ქვეყნებიდან ჩამოვლენ ნარკომანები აქ და ისარგებლებენ ამით და უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. ამიტომ ვთხოვ ჩვენს ხელისიფლებას დიდი პასუხისმგებლობით შეხედოს მარიხუანასთან დაკავშირებულ საკითხს. არ შეიძლება ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რად გვინდა ისეთი ეკონომიკა თუ დავკარგავთ ჩვენ შვილებს. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავერთიანდებით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ ეკლესია ხალხი და ხელისუფლება გაერთიანდეს და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის რომ ნაკლებად იყოს დაავადებული ხალხი. ღმერთმა მოგცეთ მადლი თქვენ და საქართველოს", - ილია მეორე.