"რუსთავქალაქობა 2018" სპორტული აქტივობებითაც იქნება დატვირთული.
დღეს 16:00 საათიდან ლერმონტოვის #8 და გარეჯის #21 ნომერში, სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს. ახალგაზრდები ერთმანეთს კალათბურთში, ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ჭადრაკში და ნარდში ეჯიბრებიან. ასევე მოეწყო მხიარული სტარტები.
რუსთაველ ახალგაზრდებთან ერთად იმყოფებიან რუსთავის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე.
სპორტული აქტივობები 19:00 საათამდე გაგრძელდება.
ღონისძიება რუსთავის მერიის მიერაა ორგანიზებული.